პოლონეთმა საჰაერო თავდაცვა მზადყოფნაში მოიყვანა რუსეთის უკრაინაზე მასიური თავდასხმის ფონზე

1 day ago 3

რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მასირებული იერიშების გამო პოლონეთმა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა სახმელეთო, საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადიოლოკაციური დაზვერვა, – ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს. სარდლობის განცხადებით, პოლონეთის და მოკავშირეთა სამხედრო ძალები არსებულ ვითარებას აკვირდებიან და სრულ მზადყოფნაში არიან დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის.

ამ ვითარების ფონია რუსეთის მხრიდან საჰაერო შეტევები ჯერ კრივოი როგზე, სადაც დაბომბვას 18 ადამიანის, მათ შორის 9 ბავშვის სიცოცხლე ემსხევრპლა და შემდეგ უკვე სარაკეტო იერიში კიევზე, რომლიც ასევე მსხვერპლით დასრულდა.

სრულად წაკითხვა