WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პოლონეთში ორდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადა. უშუალოდ ქალაქ კრაკოვში, სადაც თავდასხმა მოხდა, გლოვა 11 ნოემბრამდე გაგრძელდება.

საუბარია გუშინ, 7 ნოემბერს მომხდარ შემთხვევაზე – 24 წლის შეიარაღებულმა კაცმა ქალაქის მთავარ მთავარ მოედანზე უმისამართო სროლა დაიწყო.

ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა 6 ადამიანი – 4 პოლონეთის მოქალაქე, 1 ბრიტანეთის, ხოლო ერთი პირის ვინაობა არ არის ცნობილი.

დაიჭრა კიდევ 16 ადამიანი. მათგან 2 საავადმყოფოდან იმავე დღეს გაწერეს. დანარჩენი 14, მათ შორის ორი პოლიციელი, რომლებიც ორმხრივი სროლისას დაშავდნენ, კლინიკაში რჩებიან. თუმცა, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

თავდამსხმელი დაკავებულია. ის დაჭრილია და როგორც ცნობილია, ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

პოლიციამ დაკავცებული კაცის ბინაში კიდევ 3 ადამიანის – მისი მშობლებისა და დის ცხედრები იპოვა.

BBC-ის ინფორმაციით, გამოძიებას დაიწყო ტერორისტულ დანაშაულზე სპეციალზებულმა განყოფილებამ. მათი ინცოფრმაციით, თავდამსხმელს ცეცხლსასროლი იარათის ტარების უფლება ჰქონდა. წარსულში, ის არ ყოფილა ნასამართლევი.

ამავე თემაზე: