უკრაინის ოპოზიციური პარტიის "ევროპული სოლიდარობის" ლიდერმა და უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ხელისუფლება უკრაინაში არჩევნების ჩატარებას 26 ოქტომბერს გეგმავს.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ამის შესახებ ამის შესახებ პოროშენკო გამოცემა Censor.no-სთან 16 თებერვალს გამოქვეყნებული ინტერვიუში აცხადებს.
კითხვაზე, როდის არის შესაძლებელი, მისი აზრით, უკრაინაში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები, პოროშენკომ უპასუხა: "ჩაიწერეთ - მიმდინარე წლის 26 ოქტომბერი." პოროშენკოს თქმით, ამ სამზადისის შესახებ ცნობები თავად პრეზიდენტის გარემოცვიდან და ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ჟონავს.
თავად პეტრო პოროშენკო არჩევნების ჩატარებას ეწინააღმდეგება იმ ვითარებაში, როდესაც "სახელმწიფოს არსებობა საფრთხის ქვეშაა."
უკრაინის მმართველი პარტია "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელმა დავით არახამიამ პოროშენკოს განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა, რომ საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.
უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, უკრაინაში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო. მაგრამ მას შემდეგ, 2022 წლის თებერვალში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის შედეგად არჩევნები გადაიდო.
აშშ-ს სურს, რომ უკრაინაში ჩატარდეს არჩევნები, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის, განსაკუთრებით, თუ კიევი მოახერხებს რუსეთთან ზავის დადებას მომავალ თვეებში. შესაძლებელი არჩევნების პერსპექტივა უკრაინასაც წაადგება პოლიტიკურად და აშშ-ის მცდელობასაც, შეწყდეს ომი მომავალ თვეებში.
აშშ-ის პრეზიდენტის პირობამ, უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების შესახებ, სხვა მიმართულება შეიძინა მას მერე, რაც მისმა წარგზავნილმა კით კელოგმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია უკრაინაში არჩევნების ჩატარებას ისურვებდა შეიძლება წელსვე, და განსაკუთრებით მაშინ, თუ ზავი იქნება მიღწეული.