WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

აშშ 10%-დან 100%-მდე ადვალურ გადასახადს უწესებს იმპორტირებულ უპილოტო საფრენ აპარატებს(დრონებს).

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაბამის დოკუმენტს ხელი 13 აგვისტოს მოაწერა. მიზნებად დასახელებულია დაძლევა იმ საფრთხის, რომელსაც დრონებისა და მათი კომპონენტების იმპორტი იწვევს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ამერიკული ინდუსტრიის გაძლიერება.

100%-იანი ტარიფი იმოქმედებს იმპორტზე იმ დრონების, რომელთა ასაფრენი მასა 25 კილოგრამზე მეტია და თერმული გამოსახულების შესაძლებლობები აქვთ, ხოლო უფრო მცირე ზომის აპარატებზე - 25%.

ევროკავშირისთვის, იაპონიისთვის, ლიხტენშტეინისთვის, სამხრეთი კორეისთვის, შვეიცარიისა და ტაივანისთვის ტარიფი 15%-ია, ხოლო დიდი ბრიტანეთისთვის 10%, იმ პირობით, თუ დრონების მოწყობილობები, პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნოლოგიები წარმოებულია თავად ამ ქვეყნებში და აშშ-ში.

ტარიფები ძალაში შევა დოკუმენტის ხელმოწერიდან 21 დღის შემდეგ.