პროევრუპულ აქციებზე დაკავებული 19 პირის საქმის განხილვის დაწყება ორი თვით გადაიდო

1 week ago 3

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და პროევროპულ აქციებზე დაკავებული 19 პირის საქმის განხილვის დაწყება ორი თვით გადადო. პოლიციამ სისხლის სამართლის წესით სულ მცირე 44 ადამიანი დააკავა.

იმის გამო, რომ საქმის განხილვის დაწყება გადავადდა მოსამართლეები ვალდებული არიან მაინც იმსჯელონ მათთვის აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე:

  • ხვალ, 10 იანვარს სასამართლო იმსჯელებს ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი სივაკოვისა და ირაკლი ქერაშვილის აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე. საქმის განხილვა 5 მარტს დაიწყება;
  • ზეგ, 11 იანვარს კი ნიკოლოზ ჯავახიშვილის თორნიკე გოშაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხვია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძისა და ინსაფ ალიევის აღკვეთოს ღონისძიებაზე. საქმის განხილვა 6 მარტს გაგრძელდება.

უკვე თვეზე მეტია საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები, ასევე, აპროტესტებენ 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ისინი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

სრულად წაკითხვა