პროფესიონალიზმიც ამას ჰქვია - რატომ სწავლობს კობი მეინუ ესპანურ ენას

1 week ago 7

როგორც Manchester Evening News-მა დაწერა, კლუბის ახალგაზრდა ნახევარმცველმა, კობი მეინუმ ესპანური ენის სწავლა დაიწყო.

ამავე წყაროს ინფორმაციით, "წითელ ეშმაკებში" ახლა 7 ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ამავე ენაზე საუბრობს, შესაბამისად, მეინუ მათთან უკეთესი კომუნიკაციის დამყარებას სწორედ ამ გზით შეეცდება.

19 წლის კობი მეინუმ მანჩესტერის რიგებში აქტიური თამაში წინა სეზონიდან დაიწყო და ახლაც ასევე აგრძელებს. კლუბის ქომაგებს მიაჩნიათ, რომ ინგლისელ ნახევარმცველს ოლდ ტრაფორდზე დიდი მომავალი ელის.

სრულად წაკითხვა