WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

12

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეუთანხმდა, რომ რუსეთი ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.

ტრამპმა ამის შესახებ 9 ოქტომბერს სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა და პუტინთან საუბარს “უაღრესად წარმატებული” უწოდა.

მისი თქმით, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს 300 000 ტონაზე მეტ დიზელს, ნოემბერში დამატებით 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ კიდევ მილიონ ტონას.

ტრამპის განცხადებით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსკოვი მოკლე დროში კიდევ 3 მილიონი ტონა დიზელის მიწოდებას შეძლებს. ჯამში საუბარია დაახლოებით 4.8 მილიონ ტონა საწვავზე.

“ჰორმუზის სრუტეზე ჩვენი სრული კონტროლისა და რუსულ ენერგორესურსებთან დაკავშირებული ამ შესანიშნავი განცხადების შედეგად, დიზელის ფასები ამერიკელებისთვის და, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოსთვის, რეკორდულად და სწრაფად შემცირდება”. – დაწერა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საწვავის გაიაფება, განსაკუთრებით ამერიკელი ფერმერებისთვის, მესაქონლეებისა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.