WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

7

უკრაინის პრეზიდენტი,  ვიდეომიმართვაში, ამბობს:

“მშვიდობა სისუსტით არასდროს მიიღწევა. დღეს კიევში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ – ორპარტიული დელეგაცია – და მე მათი მადლიერი ვარ უკრაინაში ასეთ რთულ დროს სტუმრობისთვის. მათ იკითხეს: რა არის საჭირო ომის დასასრულებლად? პასუხი მტკიცე უნდა იყოს. საჭიროა სანქციები ლინდსი გრემის კანონპროექტის შესაბამისად, საჭიროა უკრაინის მხარდაჭერა სიცოცხლის დასაცავად და საჭიროა რუსეთზე ზეწოლა მისი ომის გამო. დღეს ასევე შედგა საუბარი ამერიკისა და რუსეთის ლიდერებს შორის. საუბარი, რომელსაც სულ სხვა შედეგამდე მივყავართ.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნებისმიერი შემსუბუქება რუსეთთან დეესკალაციის მკაფიო და ხანგრძლივი შეთანხმების გარეშე აშკარა სისუსტეა. ეს რუსეთის ინტერესებში შედის – აძლევს მას საშუალებას, მოკლას მეტი, ომი უფრო დიდხანს აწარმოოს, კიდევ უფრო ნაკლები პატივი სცეს ამერიკას და კიდევ უფრო დიდი ზარალი და ზიანი მიაყენოს მსოფლიოს.

უკრაინა მზადაა გადადგას სიმეტრიული დეესკალაციური ნაბიჯები და ამერიკულმა გუნდმა იცის ჩვენი პოზიცია. ჩვენი დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სხვა ნავთობობიექტებზე არის პასუხი რუსეთის მრავალწლიან ტერორისტულ კამპანიაზე უკრაინის ენერგოსექტორის წინააღმდეგ. უკრაინა არ წაუკიდებს ცეცხლს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, თუ რუსეთი არ გაანადგურებს ჩვენს ენერგოინფრასტრუქტურას. სწორედ ასეთ შეთანხმებას ვთავაზობთ ამერიკას და გვჯერა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს საკმარისი ძალა ასეთი კომპრომისის მისაღწევად.

პუტინისთვის გაკეთებული საჩუქრები არც მშვიდობას მოიტანს და არც რაიმე სარგებელს ცივილიზებული სამყაროსთვის. დიზელის სანაცვლოდ რუსეთი „გადაიხდის“ შემდგომი ტერორითა და ვერაგობით. რუსეთისთვის ნავთობპროდუქტების გაყიდვის ნებართვის მიცემა არის ინვესტიცია ომში, რომელიც უნდა დასრულდეს და არა გაჭიანურდეს. საჭიროა რუსეთთან რეალური დეესკალაცია ორმხრივ საფუძველზე.

ჩვენ იმედი გვაქვს ამერიკის სამართლიანი მხარდაჭერის ჩვენ მიერ სიცოცხლისა და უკრაინაში ხალხის დაცვის საქმეში – და იმის, რომ შეერთებულ შტატებს ექნება შესაბამისად მტკიცე საუბარი რუსეთთან. მტკიცე და არა სუსტი“

პუტინთან შევთანხმდი, რომ რუსეთი მილიონობით ტონა დიზელს მოგვაწვდის – ტრამპი