ნაპოლის ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ პსჟ-მ 70 მილიონი გადაიხადა.
ხვიჩა უკვე პსჟ-გუნდის წევრია და მან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
იტალიური გამოცემა "Areanapoli" წერს, რომ 70 მილიონიდან მამუკა ჯუღელი და ხვიჩა კვარაცხელიას მამა საკომისიოს სახით 2.8 მილიონს მიიღებენ და ეს თანხა მათ უნდა გაიყონ.