უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვრცელდება გაზეთი “თავისუფლების ხმა ციხიდან”. ფაქტს განსაკუთრებით ემოციური შეფასებებით ეხმიანება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:
“რა მაგარი გაზეთი გამოუშვეს პოლიტპატიმრების მშობლებმა ქალი პოლიტიკოსების დახმარებით!
ძალიან საინტერესო ტექსტებია, რომელთაც დიდი ყურადღებით გავეცანი.
სინამდვილეში ჩვენი ამ თვალებანთებული მოქალაქეების ბრძოლით იწერება ამ ქვეყნის ისტორია. ისინი უბრალოდ სინდისის პატიმრები კი არა საქართველოს სინდისი არიან.
სიყვარულით მოვიკითხავ მათ მშობლებს, რომლებიც გმირულად იბრძვიან და ყველა საქმიანობასთან ერთად, ავრცელებენ ამ ისტორიულ დოკუმენტს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

1 day ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·