20
მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:
,,მორიგი “ოპოზიციური” კბენა. მე თურმე ომის გამჩაღებელი ვარ, რადგან დავწერე, რომ აფხაზეთის დაბრუნების გზა არის ის რაც გააკეთა აზერბაიჯანმა და რომ გვჭირდება ძლიერი არმია და მოკავშირეების დახმარება. ვიღაცა გულშემატკივარი მეუბნება, რომ ნუ იძახით ასეთ რამეს, რეიტინგი დაგივარდებაო.
ერთსაც და მეორესაც მინდა მივუგო, რომ მე მეზიზღება ომი, ამავე დროს პირველ რიგში მე სახელმწიფო მოღვაწე ვარ და მხოლოდ შემდეგ პოლიტიკოსი.
როგორც სახელმწიფო მოღვაწე ვიყურები წინ და 90% ალბათობით შემილია ვთქვა, რომ რუსეთის იმპერია, რომელიც ხრწნის ბოლო ეტაპზეა, უახლოეს წლებში დაინგრევა. ხოდა რუსი ჯარებიც გავა, სამაგიეროდ დიდი ალბათობაა ლეკიანობის დაწყების. მაგ დროს ჩვენ რა უნდა ვქნათ? უნდა დაველოდოთ სოხუმი კადიროვის ან მისი მსგავსი მაიმახის რეზიდენციად გადაიქცევა თუ ჩვენი სამშობლოს დაცვის ქვეშ ავიყვანოთ?
შეხედეთ საქართველოს რუკას – მთელი პერიმეტრი რუსეთიდან გვყოფს კავკასიის მაღალი კედელი რომელიც შევარდნაძემ როკის გვირაბით გახვრიტა. (აი ნავთობსადენს რომ სამართლიანად აქტივში უთვლიან, როკის გვირაბს რატომ არ უხსენებენ ედუარდოფილები?) ხოლო ჩრდილო დასავლეთში, ფსოუზე რუსეთისგან გვყოფს ვიწრო ყელი, ისევე როგორც თურქეთთან სარფში გვყოფს ვიწრო ყელი. სომხეთთან და აზერბაიჯანთან ისტორიულად პრობლემა არ გვქონია, ასე რომ კედლის აუცილებლობა არაა, ხოდა თვითონ უფალმა და ბუნებამ გვაჩუქა ასეთი ჯავშანი და მისი ფარგლები, მთლიანად უნდა ავითვისოთ.
რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ რუსეთმა ბოლომდე არ გადაგვყლაპოს და მოგვინელოს, მაგრამ გარემოებები იცვლება და იგივე “ოპოზიციონერებისგან” აფხაზეთის ყარაბაღთან შედარება სრულიად მიუღებელია და უადგილოა.
რა უფლება გვაქვს ჩვენ, ჯერ არ დაბადებული ქართველების ან ჩემი 6 თვის შვილიშვილ ილიკოს ნაცვლად გავასხვისოთ მათი სამშობლოს საუკეთესო ტერიტორიები? ასე ტომ დრო და ისტორია მუშაობს ჩვენი და არა აფხაზების სასარგებლოდ, თუ სულმოკლეობას არ გამოვიჩენთ და წვრილმან ბოღმას არ გადავაყოლებთ მარადიული საქართველოს და ილიკოს ინტერესებს.“
საერთაშიროსო alia.ge