სამოქალაქო აქტივისტი, ზურაბ ფარჯიანი:
ორ დღეში ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სახელმწიფოში, გერმანიაში, არჩევნებია და თუ დააკვირდით, “ქოცნების” პროპაგანდა მაქსიმალურად თავს არიდებს გერმანიაზე ლაპარაკს.
იმიტომ რომ რთული არჩევანი აქვთ –
მოგების ყველაზე რეალური კანდიდატი – ტრადიციული ოჯახის მქონე ფრიდრიხ მერცი, მხარს უჭერს უკრაინას და არის რუსეთის წინააღმდეგ;
ერთსქესიან ქორწინებაში მყოფი, უკრაინის მოწინააღმდეგე და პუტინის მყვარებელი ალის ვაიდელი.
და რა ქნას საწყალმა “ქოცმა” პროპაგანდისტმა?
პუტინისტი ხომ ვერ იქნება გეი? ხომ ჩამოეშალა წლობით ნაშენები პროპაგანდა?
“არც იქინა, არც აქანა” დღეში არიან მოკლედ.