იგი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო - პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია 16 აპრილს დასრულდა.
რაგბის კავშირი წერს, რომ „არჩევნების შედეგად, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩეული იქნა დავით კაჭარავა და მიიღო 57 ხმა 58-დან“.
ამ თანამდებობაზე ყოფნა, კანონმდებლობის თანახმად, არ უშლის ხელს პარლამენტარობას. კაჭარავა ამჟამადაც არის სადავო პარლამენტის წევრი.
დავით კაჭარავამ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე ჩაანაცვლა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი იოსებ (სოსო) ტყემალაძე, რომელიც პოსტს 2021 წლიდან იკავებდა და რომლის არჩევასაც დაძაბულობა და დაპირისპირება ახლდა თან.
უცნობია, სად გააგრძელებს ტყემალაძე საქმიანობას.
თავად კაჭარავა კი ბოლო 4 წლის განმავლობაში კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
დავით კაჭარავა, - რომელმაც ყველა ჯერზე დაუჭირა მხარი „აგენტების კანონს“ და მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ არაერთ კანონს, - ამჟამად 40 წლისაა.