რაზეც ვერ გავჩუმდები, ძაძამიებს თბილისის საკრებულოში რატომ მაკადრებ?! – მაია ნიკოლეიშვილი “ქართულ ოცნებას”

1 week ago 2

წაკითხვა: 229

“არ მინდოდა საყვედური, მაგრამ, ჩემო არჩეულებო, თქვე კაი ხალხო, კარგად იცით, რომც მაჩუქოთ, არც ერთი სია არ მაინტერესებს და არც თანამდებობა!

დავუშვათ, არც ჩემს შვილებს აინტერესებთ, რატომღაც! (ნაცების დროს სამსახურში მიღებული, ოცნების ნაცმა დირექტორმა “შეამცირა” ჩემი შვილი, მაიამ რა უნდა გვიქნასო, უთქვამთ. მართალია, რას ვუზამდი, ან რატომ ჩავერეოდი, ან რატომ ვიმათხოვრებდი? რა ვქნა, არ მჩვევია მე თხოვნა, შვილზეც კი!)

მხოლოდ ჩემს თავზე ვსაუბრობ, ჩემი გადმოსახედიდან;
-რჩევა თქვენ არ გჭირდებათ,

-მეორე, მესამე, ან “ხალხის აზრს” რომ უწოდებენ, არც ის გინდათ.
-კაი, გენაცვა, ღმეთმა ქნას! მამულსაც ის არ ურჩევნია, რომ შვილები გვჯობდეთ “დედებს და მამებს”.

“აი, რაზეც ვერ გავჩუმდები – გუშინ ნაცს და ამრევს, მთელი შემოდგომა-ზამთარი, თბილისელების ნერვების დამგლეჯს, დღეს “გადმოპორტირებულ” ძაძამიას  პირდაპირ საკრებულოში რომ შეიყვან, რათა თბილისის პრობლემებზე იზრუნოს.

ჩემო ” ოცნებავ”, შე კაი დედმამიშვილო, 13 წელი შენი ამომრჩეველი რომ ვარ, შენი მოკეთე, დამცველი, თბილისში დაბადებული და გაზრდილი, ამ ქალაქის მცოდნე და მოყვარული,
და როგორც მინიმუმ, არასდროს, არც ერთ თბილისობაზე, ერთი ზრდილობის მოლოცვაც რომ არ გამოგიგზავნია,
(აბა, თბილისობაზე მოწვევას მე ხომ ჯერ ვერ ვიმსახურებ!

ძაძამიებს თბილისის საკრებულოში რატომ მაკადრებ?!

ძაძამიებაზე, მათ წარმდგენებზე, დამცველებზე, ტაშის დამკვრელებზე, საკრებულოზე და თბილისზე ჩაფიქრებულს, ერთი “წვერებიანი”, ზესტაფონური ანეკდოტი გამახსენდა:
-ველისაპეტმა ჩეიარა?
-ჩეიარა.
-კაცი იჯდა ზედენე?” – წერს მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში და ეხმიანება “ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად იმ ახალგაზრდის წარდგენას, რომელიც 2024 წლის საპროტესტო აქციებზე,  ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოდიოდა.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა