ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ფრანგული პსჟ მზად იყო ნაპოლისთვის ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ 210 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა, იტალიურმა გუნდმა პარიზელების შეთავაზება უარით გაისტუმრა.
გავრცელებული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ყველაზე გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა.
შეგახსენებთ, პსჟ ხვიჩას ტრანსფერზე მუშაობას კვლავ აგრძელებს და ნაპოლის ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი უკვე შესთავაზა და როგორც იწერება, თავად ხვიჩაც თანახმაა გუნდი დატოვოს.