რამდენად პოულობთ ბედნიერებას ვითომდა უმნიშვნელო დეტალებში?.. საკუთარ თავში?…

1 day ago 2

მექანიკურ თოჯინებად ვიქეცით.

ახალი დღე მოგქოქავს და თვალის ახელვისთანავე ერთვები რუტინაში. ასეთია თანამედროვე ცხოვრების რიტმი. ფიქრებგადახლართული და ქაოსური…

ამ რიტმისთვის ფეხის აწყობა არც გჭირდება, უკვე მისი ნაწილი ხარ და შენდაუნებურად „სადღააც“ მიგაქანებს…

ფიქრები, ქმედებები, მიზნები, სამომავლო გეგმები… გაკეთებული თუ გაუკეთებელი საქმეები, წარსულზე დარდი, ფორიაქი, ისევ ფიქრები, გეგმები, ისევ საქმეები, ისევ… და ასე ძილამდე…

მერე ისევ იწყება ახალი დღე, წინა დღის ასლი და ასე სიკვდილამდე…

რამდენ თქვენგანს გამოუცდია ნეტა უბრალოდ ყოფნის მდგომარეობა და ამით ტკბობა?

რამდენად ახლოს ხართ საკუთარ თავთან, საკუთარ სხეულთან?

რამდენად შეიგრძნობთ სამყაროს ჰარმონიას და აცნობიერებთ მის ყოველდღიურ გზავნილებს?…

რამდენად პოულობთ ბედნიერებას ვითომდა უმნიშვნელო დეტალებში?.. საკუთარ თავში?…

აი ახლა, ამ წამს უბრალოდ შეჩერდით და დატკბით საკუთარი თავით, ყოველგვარი შეფასებისა და განსჯის გარეშე დატკბით იმით რომ ხართ ზუსტად ისეთი როგორიც ხართ ….

ავტორი: მე დეა

21 დღიანი მაინდფულნესის დღიური
ონლაინ კურსთან და მედიტაციებთან ერთად.
გაიგე მეტი 👉https://shorturl.at/hpIN4
სრულად წაკითხვა