ყადაღა პაატა ბურჭულაძის რუსთაველის პრემიას

5 days ago 4

ოპერის მომღერალს პაატა ბურჭულაძეს  რუსთაველის პრემია დაუყადაღეს.

თეონა ჯორბენაძე, “ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი:

“რუსთაველის პრემია დაუყადაღებიათ პაატასთვის, უკვე ისეთ სურეალიზმში ვართ, ველოდები ვერდის ხმების კონკურსში გამარჯვებას როდის დაუყადაღებენ ან ფილადელფიაში ნამღერ რეკვიემს ლუჩანო პავაროტისთან ერთად, დომინგოსთან ერთად რომ “სიმონ ბოკანეგრადან” დუეტი შეასრულა ბათუმის პიაცაზე, პრინციპში მაგასაც შეიძლება დაედოს ყადაღა, რატომაც არა.

ახალი კანონპროექტიც არ იქნებოდა ურიგო, მაგალითად მაღალი “სოლის” დასაყადაღებლად.

სანამ მთლიანი ვიდეო დაიდება ამ მოკლე ფრაგმენტს გიზიარებთ! ამ ხმასთან ბრძოლაში როგორი უსუსურები ჩანან, წარმოიდგინეთ სხვა ნებისმიერი ქვეყანა როგორ იამაყებდა და ხელის გულზე ატარებდა.

“მე ვარ საქართველო, გამარჯვების მჯერა!”

სრულად წაკითხვა