რას ითხოვს რუსეთი საქართველოსგან? – ნახეთ, რა განცხადება გავრცელდა ჟენევის ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ

2 months ago 14

სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო 4-5 მარ­ტის ჟე­ნე­ვის ფორ­მატ­ში შეხ­ვედ­რე­ბის შემ­დეგ გავრცელებული გქნცხადებით, სა­ქარ­თვე­ლოს­გან კვლავ ითხოვს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­თან ,,სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცი­ას” და სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ,,ძა­ლის არ­გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე” ვალ­დე­ბუ­ლე­ბას.

,,რე­გი­ონ­ში სა­ერ­თო ვი­თა­რე­ბის შემ­დგომ გა­ჯან­სა­ღე­ბას ხელს შე­უ­წყობ­და სა­ქარ­თვე­ლო-აფხა­ზე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლო-სამ­ხრეთ ოსე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სის რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და­წყე­ბა მათი შემ­დგო­მი დე­მარ­კა­ცი­ით”, – გა­ნა­ცხა­დეს რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბამ მო­ნა­წი­ლე­ებს ყუ­რა­დღე­ბა ასევე გა­ა­მახ­ვი­ლე­ბი­ნა ,,სა­ქარ­თვე­ლოს გა­სუ­ლი წლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს ამ ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პი­რე­ბის­გან აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი შემ­რი­გებ­ლურ გან­ცხა­დე­ბებ­ზე” და და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ზრახ­ვე­ბის ხე­ლახ­ლა და­დას­ტუ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას გაუსვა ხაზი და ასე­ვე, ,,მათ ტრანსფორ­მა­ციას კონ­კრე­ტულ პრაქ­ტი­კულ ნა­ბი­ჯებ­ში, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, იუ­რი­დი­ულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მიერ აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლის არ­გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე, შე­სა­ბა­მი­სი შე­თან­ხმე­ბის ფორ­მით”.

რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის თქმით, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი­სა და დევ­ნი­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ყო­ველ წელს შე­ტა­ნი­ლი რე­ზო­ლუ­ცია ,,სე­რი­ო­ზულ გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლად” რჩე­ბა.

წყარო: ambebi.ge

სრულად წაკითხვა