ნაპოლის ფორვარდი, ჯაკომო რასპადორი უთამაშებლობით დაიღალა და პრაქტიკის მიღება სურს, თანაც ახალ კლუბში, ეს ახალი კლუბი კი იუვენტუსია.
თავის მხრივ, იუვე მზადაა, რომ ჯაკო რასპადორის მისაღებად ორი ფეხბურთელი დათმოს. "ბებერი ქალბატონი" აპირებს, რომ ფაჯიოლისა და დანილოს შეელიოს.
La Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ აქამდე ნაპოლის რასპადორის გაშვება არ ჰქონდა განზრახული, თუმცა მათთვის იუვეს 2 მოთამაშის დამატების ოფცია მეტად მიმზიდველი აღმოჩნდა და აზრიც შეიცვალეს.