წაკითხვა: 1
ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვა მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ იმართება. ხამენეი 2026 წლის 28 თებერვალს დაიღუპა, ხოლო სახელმწიფო სამგლოვიარო ცერემონიები მხოლოდ 2026 წლის 4 ივლისს დაიწყო.
ირანის ხელისუფლების განცხადებით, დაკრძალვის გადადების მიზეზი ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების ვითარება და მასშტაბური სახელმწიფო სამგლოვიარო ღონისძიებების ორგანიზება იყო. ცერემონიები რამდენიმე ეტაპად ტარდება თეირანში, ყომში, ნაჯაფსა და ქერბალაში, ხოლო აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს ქალაქ მაშჰადში, იმამ რეზას წმინდა მავზოლეუმის სიახლოვეს დაკრძალავენ.
28 თებერვლის ავიაიერიშს ხამენეის ოჯახის ოთხი წევრიც ემსხვერპლა. მათ შორის არიან მისი უფროსი ქალიშვილი, სიძე, 14 თვის შვილიშვილი და მისი ვაჟის, მოჯთაბა ხამენეის მეუღლე.
იმავე თავდასხმის დროს დაშავდა მოჯთაბა ხამენეიც, რომელიც ამ დრომდე საჯაროდ არ გამოჩენილა.
ირანის ხელისუფლება ელოდება, რომ მრავალდღიან სახელმწიფო სამგლოვიარო ღონისძიებებს მილიონობით ადამიანი დაესწრება. ცერემონიებში მონაწილეობენ ირანის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·