WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია, სოციალურ ქსელში, ისევ მძიმე შეფასებებით და კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის, ამჯერად უკვე, ირლანდიაში ვიზიტის დროს მიცემულ ინტერვიუს:

“რაკი ირლანდიაში ლაპარაკობდა, კობახიძე ცდილობდა ოდნავ უფრო ლოგიკური და დაბალანსებული სახე მიეცა თავისი სიტყვისთვის. მაგრამ რაც გინდა გაალამაზოს თავისი პატრონის განჭვრეტები, ბოდვა მაინც ბოდვად რჩება.

მითიური პერსონაჟი შემოიყვანა, ვიღაც “გლობალური ომის პარტიის” წარმომადგენელი, რომელსაც “ძალიან მაღალი ოფიციალური სტატუსი ჰქონდა” და საქართველოსგან “მეორე ფრონტის” გახსნას მოითხოვდა. ვითომ თვისი თვალილთ ნახა და მოუსმინა. ეგრე მეც შემიძლია ვთქვა, რომ მდინარეზე ქალთევზა ვნახე და მან ერთად ბანაობა შემომთავაზა. აბა დამიმტკიცე, რომ არ მინახავს!

მერე ვითომ შეარბილა პოზიცია – არც ევროკავშირი და არც აშშ ჩვენს ომში ჩათრევას არ ცდილობდნენო, მაგრამ “გლობალური ომის პარტიას” მათ მიერ “გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე” დიდი გავლენა აქვთო. სიტყვიერი ეკვილიბრისტიკაა: თუ ევროკავშირი და აშშ გლობალური ომის პარტიის გავლენით იღებს გააწყვეტილებებს, ესე იგი სდომებიათ საქართველოს ომში ჩათრევა. ადრე ამერიკის ელჩს არ აბრალებდით მაგას? ელჩი თუ გთხოვს რამეს, ესე იგი ამერიკის მთავრობა გთხოვს.

მოკლედ, გასაგებია, რატომ ფიქრობენ დასავლეთში, რომ საქართველოში გიჟები არიან ხელისუფლებაში (და არა მხოლოდ ბოროტი ავტორიტარები)“, – წერს გია ნოდია.