ჟურნალისტი ვახო სანაია მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მხრიდან საპროტესტო აქციების შეფასებებთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს:
“რაც უფრო წარმოუდგენელ ტყუილს იტყვის კობახიძე აქციებთან დაკავშირებით, ესე იგი, მით მეტად დამძიმდა რეჟიმის მდგომარეობა. ხომ თქვა 3 ათასი კაცი ძლივს შეკრიბესო.
3 ათასი კაციო. შეკრიბესო – ეს სიტყვაა აქ მნიშველოვანი. ორივე გაუგონარი ტყუილია.
ქოციც ხედავს, რომ ზღვა ხალხი იყო. იმასაც ხვდება, რომ ამ ზღვა ხალხს ვერ მიიყვან 24 დღის განმავლობაში უწყვეტად. შეუძლებელია. საზოგადოების შეურაცხყოფაა ამის თქმა.
ზოგი ქოცი თავზარდაცემული შეჰყურებს ამ ყველაფერს სახლიდან და საკვებს მოითხოვს რეჟიმისგან. ანუ იმას, რასაც შეაჩვიეს – ტყუილს. მისთვის სასირველ რეალობას.
ილუზიას. მომატყუე, გული მისკდება ამ აქციების შემყურე – იმეორებს ქოცი გულში.
არსებობს მოქოცოების კიდევ ერთი კატეგორია, რომელიც ჯერ ისევ დუმს და აკვირდება, მაგრამ უნდა ამ ყველაფრის ნაწილი იყოს, მით უმეტეს, თუ ბიძინა დამარცხდება.
მითხარი, რომ ყველაფერი კარგადაა, თორემ მგონი ხალხის მხარეს გადასვლა ჯობია. მართლა დაერხა ნეტა ბიძინას – უმეორებს თავის თავს და ხან იმედზე გადართავს და ხან სხვა არხებზე. ადარებს. ბიძინას გადარჩენას გულშემატკივრობს, მაგრამ საბოლოოდ წაგებული მხარეს დარჩენაც არ ხიბლავს.
აი, ამათთვისაა ის უტიფრობა, რასაც კობახიძე ლაპარაკობს. მდგომარეობის სიმძიმე წარმოიდგინეთ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახო სანაია.