“რაც ყაველაშვილმა ტრამპს მისწერა, ეს აბსურდი მალე უნდა დავასრულოთ. ამიტომ, ყველანი რუსთაველზე 4 ოქტომბერს!” – პაატა მანჯგალაძე

1 day ago 2

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე მიხეილ ყაველაშვილის მიერ დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილ ღია წერილს მწვავე შეფასებებით და კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება:

აბსურდის პიკი, ივანიშვილის სათამაშო ყაველაშვილი ტრამპს ეუბნება, მე სუვერენული ვარ, ხოლო შენ ტრამპო, “დიპ სტეითის” მონაო. ეს აღარ არის სახუმარო.

წერილს, რომელიც სახელმწიფო მდივანმა რუბიომ გაუგზავნა ივანიშვილს, ივანიშვილი დაემალა. ახლა თავისი თოჯინით ცდილობს საქმე გაურჩიოს აშშ-ს. ასეთ დაბალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა ქართულ-ამერიკული ურთიერთობა, შესაბამისად არც საქართველო ყოფილა ასე შერცხვენილი და დაუცველი.

რაც ყაველაშვილმა ტრამპს მისწერა, ეს აბსურდი მალე უნდა დავასრულოთ. ამიტომ, ყველანი რუსთაველზე 4 ოქტომბერს!” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

სრულად წაკითხვა