"რეალურად ეგ არ მიგულისხმია, ეს რომ ვნახე, შენდობა ვითხოვე" - მამა შალვას ინტერვიუ

1 month ago 8

დე­კა­ნოზი შალ­ვა კე­კე­ლი­ა ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მე­ლიც "კვი­რის პა­ლიტ­რაში" გამოქვეყნდა საუბრობს ვა­კის მა­ცხოვ­რის ფე­რის­ცვა­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­თან მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე.

"არას­წო­რი იყო ჩემ­გან ხმა­მა­ღა­ლი სა­უ­ბა­რი. მი­უ­ღე­ბე­ლია ჩემ­თვის ჩემი ასე­თი სა­ხის ნახ­ვა, თან ამ მარ­ხვა­ში. ასე მღვდე­ლი არ უნდა მო­იქ­ცეს. არ მინ­და თავი ვი­მარ­თლო, მაგ­რამ, ალ­ბათ, ამო­ხეთ­ქა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვილ­მა გუ­ლის­ტკე­ნამ.ამას არ ვა­მარ­თლებ, მაგ­რამ რამ­დენ­ჯერ შე­უ­რა­ცხმყვეს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­დის ეკ­ლე­სი­ი­სა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ლან­ძღვა-გი­ნე­ბა. ღმერ­თის წი­ნა­შე რომ წარვდგე­ბით, ღმერ­თი კი არ გვკი­თხავს, ვინ რო­გორ იქ­ცე­ო­და, გვკი­თხავს, ვის რო­გორ ვექ­ცე­ო­დით. ძა­ლი­ან არ მო­მე­წო­ნა ჩემი საქ­ცი­ე­ლი, მაგ­რამ იმ დროს არ ვიცი, რა მოხ­და, რო­გორ მოვ­ხვდი იქ, რას ვამ­ბობ­დი. ერ­თა­დერ­თი მახ­სოვს, ის ბიჭი რომ მლან­ძღავ­და და მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და კუ­ბო­ებ­ზე, ღმერ­თს ვეხ­ვე­წე­ბო­დი, ეს ბიჭი გა­იყ­ვა­ნე აქე­დან-მეთ­ქი, შე­იძ­ლე­ბა ხე­ლი­თაც შევ­ხე­ბო­დი, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია. მას ერთი პა­სუ­ხი გა­ვე­ცი და მერე შევტრი­ალ­დი სხვა ადა­მი­ა­ნის­კენ, რად­გან მარ­თლა შე­იძ­ლე­ბო­და ფი­ზი­კუ­რად ვერ მო­მეთ­მი­ნა... ის ვი­დეო რომ ჩავ­წე­რე, პა­რაკ­ლი­სი გა­და­ვი­ხა­დე ტა­ძარ­ში და დავ­მშვიდ­დი, ისევ გავ­ხდი ძვე­ლი მამა შალ­ვა.

ვინც იმ მაგინებელ ბიჭს ვიდეო გადაუღო, ის ქალი ჩემი მრევლი იყო, შვილი ჰყავს გარდაცვლილი. მასაც დიდი შეურაცხყოფა­ მიაყენეს. ერთი წელი ახალი გასულია მისი შვილის გარდაცვალებიდან. იმ ქალს ვგულისხმობდი, როცა ეგ ვთქვი. ადამიანს რომ რამე დაემართება, ჩვენ ხომ უნდა ვიყოთ მის გვერდით. ის ქალი მღვდლებმა დავაყენეთ ფეხზე. ამ ხალხმა რა ქნას მაშინ-მეთქი, ამის თქმა მინდოდა.რუსეთუმეებს რომ გვეძახდნენ, მინდოდა მეთქვა, მე თუ რუსეთთან ვარ, წყეულიმც ვიყო-მეთქი, მაგრამ იმ ვიდეოს რომ მოვუსმინე, ისე გამოვიდა, ვთქვი, ვინც რუსეთის მხარეს არის, წყეულიმც­ იყოს-მეთქი.რეალურად ეგ არ მიგულისხმია, მე ვერავის დავწყევლი ცხოვრებაში. ორივე მხარეს ჩემი შვილები არიან. მე არც ერთის­ მჯერა და არც მეორის, არც ევროპა გადა­მარჩენს, არც ამერიკა და არც რუსეთი, მე მხოლოდ ღმერთი გადამა­რჩენს. ისე გამოვიდა, თითქოს დავწყევლე, ვინც რუსეთს უჭერს მხარს. ეს რომ ვნახე, შენდობა ვითხოვე. არის სპეციალური ლოცვა, რომელიც წყევლას ხსნის, ის ლოცვა წავიკითხე. როგორ შეიძლება მღვდელს მოგეწონოს დაწყევლა. იმ მომენტში ჩემს თავს საერთოდ არ ვეკუთვნოდი.

მე ყველა მიყვარს, ვცდილობ, რაც მოძღვარს ევალება, ის გავაკეთო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ, ცოდვილი უნდა გიყვარდეს, მაგრამ ცუდ საქმეს ვერ მოვუწონებ" - ამბობს მამა შალვა.

სრულად წაკითხვა