WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მაგისტრალურ გაზსადენზე 24 ნოემბრისთვის დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები გადადო. მიზეზად ტემპერატურის კლება დასახელდა.

სამუშაოები არსებულ მაგისტრალურ გაზსადენთან ახალი გაზსადენის მიერთებას უკავშირდებოდა. კომპანიის განმარტებით, ეს სტაბილური გაზმომარაგებისთვის იყო საჭირო.

თავდაპირველი გეგმით, გაზის მიწოდება 24 ნოემბერს, 04:00 საათზე უნდა შეწყვეტილიყო, მისი ეტაპობრივი აღდგენა კი 30 საათის შემდეგ, 25 ნოემბერს, 10:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. გაზის გათიშვის გეგმას სოციალურ ქსელებში მოსახლეობის კრიტიკა მოჰყვა.

„სამუშაოები ჩატარდება მაშინ, როდესაც მეტეოროლოგიური პირობები ამის შესაძლებლობას მოგვცემს“, – აცხადებენ გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში.

გათიშვა იგეგმებოდა კასპის, გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, დაბა ბაკურიანში.

დასავლეთ საქართველოში გათიშვა შეეხებოდა საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს, ასევე აჭარას.