WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

18

პოლიტილოგი, გია ხუხაშვილი დიღმის მთავარ სამმართველოში მივიდა – იგი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წერილში დასახელებულ თვითმკვლელობის საქმეებზე კომენტარის გაკეთების გამო გამოკითხვაზე დაიბარეს,

მე ჯორბენაძეზე რაიმე კონკრეტული კომენტარი არ გამიკეთებია. ამიტომ არის უცნაური, რომ საქმე მიმდინარეობს ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მე ზოგადად ვილაპარაკე თვითმკვლელობებზე, სადაც არის კითხვები, კითხვები იმაზე ეს მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა?  თვითმკვლელობაც რომ იყოს, ამით არ სრულდება საქმე  – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით უნდა დაიხუროს საქმეები. ესეთი საქმეები ბევრია. რიჟვაძის საქმე ბნელით მოცულია. ჩვენ ვიცით, რომ თვითონ თქვა თავიდან, რომ თვითმკვლელობამდე მიმიყვანესო და მერე გადამალეს, დაიკარგა, რა მოხდა – ეს კითხვები პასუხგაუცემელია. ასეთი კითხვები არსებობს სხვა საქმეებზეც. მე ამაზე გადავედი, ჯორბენაზე კონკრეტულად – ადამიანზე, რომელზეც არც ვიცოდი, არც მისი მოღვაწეობა, არც მისი ინტერვიუ მქონდა ნანახი.

აქ მე კი არ უნდა ვიყო დაბარებული, პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს, რადგან ის ფლობდა სიღრმისეულ ინფორმაციას, შესაბამისად, ახლა აქ მე კი არ უნდა ვიდგე, უნდა იდგეს კობახიძე და მდინარაძე, იმიტომ, რომ მათ დაადო ხელი ამ ადამიანმა. იმათ კი არ იბარებენ, მე მიბარებენ – ეს ხომ ტრაგი-კომედიაა და მეტი არაფერი”, – ამბობს ის. 

პროკურატურის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოიკითხებიან: ირაკლი ღარიბაშვილი, ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვა პირები