როგორ შევარჩიოთ სანდო IT კომპანია თბილისში

1 week ago 8

სანდო IT კომპანიის შერჩევა თითქმის ყველა ტიპის ბიზნესისთვის აუცილებელია. კომპანიის ტექნიკური გამართულობა, მონაცემთა უსაფრთხოება და ყოველდღიური ოპერაციები დიდწილად სწორად შერჩეულ აიტი სერვისების პროვაიდერზეა დამოკიდებული. 

განსაკუთრებით თბილისში, სადაც აიტი სექტორი დინამიურად ვითარდება და არჩევანის მრავალფეროვნება დაბნეულობას იწვევს.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება IT კომპანიის შერჩევისას?

მნიშვნელოვანია, შეაირჩიოთ სერვისის ისეთი პროვაიდერი, რომელიც არა მხოლოდ ტექნიკურად გამართულ მომსახურებას გთავაზობთ, არამედ თქვენი კომპანიის რეალურ საჭიროებებსაც აცნობიერებს.

უფრო დეტალურად განვიხილოთ, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფლებდეს სანდო აიტი კომპანია: 

  • კომპანიის გამოცდილება და მომხმარებელთა შეფასებები : რაც უფრო ხანგრძლივი და მრავალფეროვანი მუშაობის გამოცდილება აქვს კომპანიას, მით მეტია ალბათობა, რომ მან სხვადასხვა ტიპის ტექნიკურ გამოწვევებთან გამკლავება იცის. წაიკითხეთ მომხმარებელთა რეალური შეფასებები, როგორც ვებსაიტზე, ისე გარე პლატფორმებზე
  • მოქნილი სერვისი: კომპანიის მოქნილობა ნიშნავს შესაძლებლობას, რომ აიტი პროვაიდერი ინდივიდუალურად ერგება თქვენი ბიზნესის საჭიროებებს, იქნება ეს მომსახურების მასშტაბი, რეაგირების დრო, თუ ტექნიკური ამოცანების პრიორიტეტულობა.
  • უსაფრთხოების სტანდარტები: მონაცემთა უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სანდო IT კომპანია ყოველთვის მუშაობს უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტების შესაბამისად: იყენებს დაშიფვრას, განახლებულ ანტივირუსულ სისტემებს, რეგულარულად ატარებს უსაფრთხოების აუდიტს და უზრუნველყოფილი აქვს მონაცემთა აღდგენის მექანიზმები.

IT მომსახურება: ძირითადი ტიპები

IT კომპანიები თბილისში მრავალფეროვან მომსახურებას გვთავაზობენ. 

მომსახურების ძირითადი ტიპები, რომლებიც ყველაზე ხშირად დაგჭირდებათ ბიზნესის წარმატებით მართვისთვის არის:

  • IT მხარდაჭერა და ტექნიკური დახმარება;
  • ქსელისა და WI-FI ინფრასტრუქტურა;
  • სერვერების და სთორიჯების მართვა;
  • IP ტელეფონი;
  • ვიდეომეთვალყურეობა.

IT აუთსორსინგი – პრაქტიკული გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

ბევრი კომპანია დღეს აიტი გუნდის შენარჩუნებასა და მართვას რთულ და ძვირადღირებულ პროცესად აღიქვამს. სწორედ აქ იკვეთება აუთსორსინგის საჭიროება.  გარედან მოწვეული პროფესიონალებისგან შეგიძლია სრულფასოვანი IT მხარდაჭერა მიიღო.

IT აუთსორსინგის ძირითადი უპირატესობებია:

  • ხარჯების ოპტიმიზაცია : აღარ არის საჭირო შიდა IT გუნდის ფორმირება და მათი მუდმივი გადამზადება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მიმდინარე და გრძელვადიან დანახარჯებს;
  • ტექნოლოგიური ექსპერტიზის ხელმისაწვდომობა : IT აუთსორსინგის საშუალებით, კომპანიას ეძლევა შესაძლებლობა, ითანამშრომლოს გამოცდილ პროფესიონალებთან, რომლებიც ფლობენ უახლეს ტექნოლოგიებს და მოქმედებენ საერთაშორისო სტანდარტებით – ქსელის მართვის, სერვერის მონიტორინგისა და მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით;
  • ბიზნესის მთავარ ამოცანებზე ფოკუსირება: ტექნიკური მხარის პროფესიონალებისთვის გადაბარებით, კომპანიას შესაძლებლობა ეძლევა მეტი რესურსი მოახმაროს ძირითადი საქმიანობის განვითარებას და გაზარდოს პროდუქტიულობა.

როგორ შევარჩიოთ სანდო IT კომპანია თბილისში?

თუ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებსა და სერვისებს ყურადღებით გადაავლებთ თვალს, სანდო პარტნიორის არჩევა უკვე აღარ იქნება რთული. 

შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ აიტი პროვაიდერს ჰქონდეს: 

  • გამჭვირვალე ფასები და მომსახურების პირობები;
  • მკაფიო SLA (მომსახურების შეთანხმება); 
  • მუდმივი კონსულტაცია და კომუნიკაცია; 
  • პერსონალიზებული მიდგომა თქვენს კომპანიასთან.

IT craft –  სანდო IT მომსახურება თბილისში

IT craft  მომსახურების ფართო სპექტრს გთავაზობთ, რომელიც ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებებს შეესაბამება და მათ სტაბილურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს:

  • სრული აიტი აუთსორინგ სერვისი – იგი მოიცავს, მომხმარებლებისა და მოწყობილობების მხარდაჭერას, სერვერების, ქსელებისა და მონაცემთა ბაზების მონიტორინგს. ასევე, ITcraft ბიზნესს ტექნოლოგიურ კონსულტაციებსა და გაძლიერებას სთავაზობს.
  • ტექნიკური სერვისი –  აერთიანებს, კომპიუტერული ტექნიკის შეკეთებას, მათ შორის ლეპტოპების ეკრანისა და კლავიატურის შეცვლას. ასევე, მყარი დისკების, ოპერატიული მეხსიერების და პრინტერების შეკეთება-მონიტორინგს.
  • ქსელი და Wi-Fi – ITcraft უზრუნველყოფს კომპიუტერული ქსელის პროექტირებას და Wi-Fi სისტემების სრულ კონტროლს. აპარატურის შერჩევიდან მონიტორინგის სისტემების დანერგვამდე.
  • IP ტელეფონი – ჩვენს სერვისში ასევე  IP სატელეფონო სადგურის აწყობა, ტელეფონების კონფიგურაცია და ქოლ-ცენტრებისთვის სისტემების დანერგვა შედის.
  • სერვერები და სთორიჯები – კომპანია გთავაზობთ სერვერებისა და სთორიჯების სწორ შერჩევას, SAN ქსელის აწყობასა და სერვერული პროგრამული გადაწყვეტილებების ინსტალაციას, რაც მნიშვნელოვანია ბიზნესის სტაბილურობისთვის.
  • ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები – ვგეგმავთ კამერების განლაგებას, ვარჩევთ შესაბამის აპარატურას, ვსაზღვრავთ ჩანაწერის ხანგრძლივობას, ქსელის და დაკაბელების სწორად დაგეგმვას, მონტაჟს და პროგრამულ გამართვას.

IT craft  გთავაზობთ სრულფასოვან, მოქნილ და სანდო აიტი სერვისებს, რაც თქვენი ბიზნესის შეუფერხებლად ფუნქციონირების გარანტია.

სრულად წაკითხვა