ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში მადრიდის "რეალისა" და ბერგამოს "ატალანტას" მატჩი შედგა, სადაც "თეთრებმა" მეტოქე 2:3 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ ამ თამაშში კილიან მბაპემ დაზიანება მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა.
ფრანგ ფეხბურთელთან დაკავშირებით მატჩის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.
"ერთი შეხვედით მბაპეს ტრავმა სერიოზული არ ჩანს. უბრალოდ გადატვირთულობაა", - თქვა კარლომ.