როდიდან გაუარესდება ამინდი? – სინოპტიკოსების პროგნოზი

1 month ago 53

საქართველოს მთიან რაიონებში 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

სრულად წაკითხვა