მას შემდეგ, რაც ლიონი ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს, კლუბის დატოვების გადაწყვეტილება არაერთმა ფეხბურთელმა მიიღო და შესაძლოა, რომ გიორგი მიქაუტაძეც ამ გზას დაადგეს.
ქართველი თავდამსხმელით ბოლო პერიოდში არაერთი კლუბია დაინტერესებული, თუმცა ახლა ყველაზე აქტიური იტალიური რომაა, რომელმაც ფორვარდი ტამი აბრაჰამი გაუშვა და ახალ თავდამსხმელს ეძებს.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ჯან პიერო გასპერინის მიქაუტაძესთან თანამშრომლობა სურს, თავად რომას კი ფეხბურთელში 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
ცნობისთვის, გიორგის ლიონთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, თუმცა ქვედა ლიგაში დაქვეითების შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კლუბმა მთავარი ლიდერები შეინარჩუნოს.