რომის პაპის მდგომარეობა დამძიმდა - ის განსაცდელშია

1 month ago 7

სა­ა­გენ­ტო Reuters-ი ვა­ტი­კან­ზე დაყ­რდნო­ბით ამბობს, რომ რომის პაპის მდგომარეობა დამძიმდა - Reuters-ის ინფორმაციით მას სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა და კვლავ ვენტილაციაზეა.

ვა­ტი­კა­ნის ცნო­ბით, 88 წლის რო­მის პაპს სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბის ორი ეპი­ზო­დი ჰქონ­და და სუნ­თქვა­ში და­სახ­მა­რებ­ლად კვლავ “არა­ინ­ვა­ზი­უ­რი მე­ქა­ნი­კუ­რი ვენ­ტი­ლა­ცია“ უტარ­დე­ბა.

ასე­ვე, ვა­ტი­კა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მის პაპს ას­თმის შე­ტე­ვის მსგავ­სი ბრონ­ქოს­პაზ­მის ეპი­ზო­დი ჰქონ­და და მისი სა­სუნ­თქი გზე­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად ექი­მებს ბრონ­ქოს­კო­პი­ის ჩა­ტა­რე­ბა დას­ჭირ­დათ.

შე­გახ­სე­ნებთ, რო­მის პაპი ფრან­ცის­კე, რო­მე­ლიც ორი­ვე ფილ­ტვის ან­თე­ბას ებ­რძვის, მძი­მე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გამო 14 თე­ბერ­ვალს რო­მის გე­მე­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

სრულად წაკითხვა