WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ „ზუსტად არ იცის“, რატომ ვერ მიიღო, სავარაუდოდ, კიევმა წინასწარი გაფრთხილება რუსეთის მიერ 19 ოქტომბრის ღამეს განხორციელებული ბალისტიკური დარტყმების შესახებ.

ამის შესახებ მან უზბეკეთში ვიზიტის დროს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას ისაუბრა.

„ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა გასულ ღამეს. ვიცი, რომ რამდენიმე ღამის წინ იყო პრობლემა პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რომელიც ადრეული შეტყობინების მათ სისტემას შეეხება“,- განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, ამის შესახებ აშშ-ის სამხედრო სარდლობამ მოახსენა წინა ინციდენტის განხილვის შემდეგ.

კითხვაზე, აშფოთებს თუ არა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს კიევში თავისი დიპლომატების უსაფრთხოება, რუბიომ განაცხადა, რომ უწყებას ამერიკელების უსაფრთოხება აშფოთებს "ყველგან მსოფლიოში".

„სანამ კიევში ჩვენი წარმომადგენლობა არ შეგვიცვლია, იქ ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებიან. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის გვაღელვებს ჩვენი დიპლომატებისა და ობიექტების უსაფრთხოება“,- დასძინა სახელმწიფო მდივანმა.

მანამდე „რადიო თავისუფლების“ წყაროებმა განაცხადეს, რომ კიევს 19 ოქტომბრის ღამეს რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტებით თავდახმის შესახებ წინასწარი გაფრთხილება არ მიუღია. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.

13 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 12 ოქტომბრის საღამოს თავდასმის შესახებ პარტნიორებმა უკრაინა არ გააფრთხილეს კიევის მიმართულებით რუსული ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ.

მოგვიანებით უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა განმარტა, რომ შეტევის ოთხი ტალღიდან პირველის შესახებ გაფრთხილება არ მიუღიათ.