WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი კა­პი­ტა­ნი გი­ორ­გი ნემ­სა­ძე 54 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ფეხ­ბურ­თელს ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ემო­ცი­უ­რი წე­რი­ლე­ბით ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტებ­ში ისი­ნი ნემ­სა­ძეს სიყ­ვა­რუ­ლით იხ­სე­ნე­ბენ და მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას მძი­მე და­ნა­კარ­გად აფა­სე­ბენ.

გი­ორ­გი ნემ­სა­ძის მე­უღ­ლის, რუ­სუ­დან ჩირ­გა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ნაშ­ვი­დე­ბი ხუთ­შა­ბათ­სა და პა­რას­კევს გა­ი­მარ­თე­ბა, დაკ­რძალ­ვა კი შა­ბათს შედ­გე­ბა.

“ჯერ ძა­ლი­ან ადრე იყო გია შენი წას­ვლა! მად­ლო­ბა, რომ შვი­ლად მი­მი­ღე, მად­ლო­ბა ყვე­ლა სი­კე­თის­თვის, მად­ლო­ბა მხარ­ში დგო­მის­თვის, მად­ლო­ბა მზრუნ­ვე­ლო­ბის­თვის, მად­ლო­ბა ყო­ვე­ლი წუ­თის­თვის, რო­მე­ლიც ერ­თად გა­ვა­ტა­რეთ. მიყ­ვარ­ხარ, მუ­დამ მე­ა­მა­ყე­ბი, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბი და ძა­ლი­ან მე­ნა­ნე­ბი…გემ­შვი­დო­ბე­ბი“, – წერს გი­ორ­გი ნემ­სა­ძის რძა­ლი, მისი შვი­ლის მე­უღ­ლე მზი­კა მხე­ი­ძე.

ცნობისთვის, გიორგი ნემსაძეს რამდენიმე კვირის წინ მამა გარდაეცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავად გიორგი ნემსაძე ავადმყოფობდა.