WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

22.10.202622.10.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გუდრუნ კუგლერი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და „ოცნებას“ მოუწოდებს შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდეს დემოკრატიის გზას.

„ღრმად შეშფოთებული ვარ იმ სამართალწარმოებით, რომელიც ახლახან დაიწყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და მიზნად ისახავს ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრების ინიციატივით.

პოლიტიკური კონკურენცია უნდა გადაწყდეს საარჩევნო ყუთთან და ღია დემოკრატიული დებატებით და არა მმართველი უმრავლესობის მიერ ინიციირებული სასამართლო პროცესებით პოლიტიკური მეტოქეების ჩამოშორების გზით. პოლიტიკური პარტიების აკრძალვა უკიდურესი ზომაა, რომელიც უმაღლეს დემოკრატიულ და სამართლებრივ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს“, – წერია განცხადებაში.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და აღნიშნავს, რომ მოქალაქეებმა არაერთხელ გამოხატეს თავისი სწრაფვა თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისკენ.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის რანგში, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკან გაიხმოს ეს სარჩელი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა. საქართველო არ უნდა იქცეს ქვეყნად, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია განიხილება როგორც მტერი, რომელიც უნდა განადგურდეს და არა როგორც დემოკრატიული ცხოვრების არსებითი ნაწილი“, – წერია განცხადებაში.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ასევე მოუწოდებს „ოცნებას“, გაათავისუფლონ ოპოზიციის ლიდერები და სხვა პირები, რომლებიც „თვითნებურად“ და „პოლიტიკური ნიშნით“ არიან დაკავებულები.

OSCE PA Vice-President Gudrun Kugler on Georgia: “Stop the Attempt to Ban Opposition Parties and Return to the Path of Democracy”

I am deeply concerned by the proceedings that just began before Georgia’s Constitutional Court, seeking to ban five opposition parties at the initiative of members of parliament from the ruling Georgian Dream party.

Political competition must be decided at the ballot box and through open democratic debate, not by eliminating political rivals through legal proceedings initiated by the governing majority. Banning political parties is an exceptional measure that must meet the highest democratic and legal standards. These proceedings are particularly troubling amid serious concerns about judicial independence, including concerns raised by the European Parliament.

My solidarity is with the people of Georgia, who have repeatedly expressed their desire for a free, democratic and European future.

The freedom to establish and participate in political parties is a cornerstone of democracy and is protected by the OSCE’s democratic commitments. In my capacity as Vice-President of the OSCE Parliamentary Assembly, I call on the Georgian authorities to withdraw this lawsuit and to end politically motivated prosecutions. Georgia must not become a country where political opposition is treated as an enemy to be eliminated rather than an essential part of democratic life.

I also call for the release of opposition leaders and others who have been arbitrarily detained or imprisoned for political reasons, and for full respect for the right to a fair trial. Georgia must honour its commitments as a participating State of the OSCE and a member of the Council of Europe.

Georgia’s future lies in democracy, the rule of law and respect for political pluralism. I urge the Georgian authorities to return to that path and to respect the European aspirations of the Georgian people.

— Gudrun Kugler (@GudrunKugler) October 21, 2026