რუმინელ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოს სიმეონს ადმინისტრაციამ გზა გაუხსნა მაისის არჩევნებში მონაწილეობისთვის

4 hours ago 2

რუმინეთის საარჩევნო საბჭომ ულტრანაციონალისტური პარტიის ლიდერს, ჯორჯე სიმიონს გზა გაუხსნა მაისში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ - რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ძალაში დატოვა მემარჯვენე პოპულისტი პოლიტიკოსისთვის, კალინ ჯორჯესკუსთვის დაწესებული აკრძალვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

"რუმინელთა ერთობის ალიანსის" ლიდერის და ჯორჯესკუს მოკავშირის, სიმიონის კანდიდატურა ცენტრალურმა საარჩევნო საბჭომ (BEC) 15 მარტს დაამტკიცა. სიმიონმა ერთი დღით ადრე შეიტანა განაცხადი კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ.

სიმიონმა და ულტრამემარჯვენე ძალის, "ახალგაზრდა ხალხის პარტიის" ლიდერმა, ანამარია გავრილამ მიმდინარე კვირაში გამოაცხადეს, რომ რეგისტრაციის გავლას აპირებდნენ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, და თუკი ორივე მათგანი დამტკიცდებოდა, ერთ-ერთი კანდიდატურას მოხსნიდა. როგორც მოელიან, გავრილა განაცხადს 15 მარტს, ამ პროცედურისთვის განსაზღვრულ ბოლო დღეს შეიტანს.

ჯორჯესკუმ, რომელიც კრიტიკულად აფასებს ნატოს და ეწინააღმდეგება რუმინეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას რუსეთთან მიმდინარე ომში, მოულოდნელად ყველაზე მეტი ხმით გაიმარჯვა შარშან, 24 ნოემბერს ჩატარებულ, აწ უკვე გაუქმებულ პირველ ტურში. სიმიონი მეოთხე ადგილზე გავიდა.

რუმინეთის სასამართლოს უმაღლესმა ინსტანციამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები დეკემბერში, მეორე ტურის ჩატარებამდე ორი დღით ადრე გააუქმა, მიზეზად კი არჩევნებში ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის ჩარევა დაასახელა.

კალინ ჯორჯესკუს მიმართ ამჟამად სისხლის სამართლის ექვსი საქმე მიმდინარეობს, მათ შორის ლაპარაკია ფაშისტური ორგანიზაციის წევრობაზე და კამპანიის დაფინანსების შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებაზე. ის ყველა ბრალდებას უარყოფს.

სრულად წაკითხვა