რუს სენატორს საქართველოში დაგეგმილი ტურნირის გადადება მოუხდა

2 days ago 10

მას-რესლინგის საერთაშორისო ფედერაციამ გააუქმა სპორტული ტურნირი, რომელიც წყალტუბოში უნდა ჩატარებულიყო. ამის შესახებ ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდ აკიმოვმა განაცხადა, ის რუსეთის ფედერაციის საბჭოს დეპუტატია იაკუტიიდან. მისი სიტყვებით, გადაწყვეტილება დაკავშირებულია რუსეთის დელეგაციის და სხვა მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხთან.

ტურნირი 25-28 აპრილს უნდა ჩატარებული და მასში მონაწილეობა მიეღო 15-ზე მეტი ქვეყნის სპორტსმენს აზერბაიჯანის, სომხეთის, უნგრეთის, დანიის, ეგვიპტის, ინდოეთის, კონგოს, მექსიკის, ნიგერიის, პაკისტანის, პოლონეთისა და რუსეთის ჩათვლით.

აკიმოვის სიტყვებით, ინიციატივას მხარი დაუჭირა საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ხოლო ქართული მხრიდან ტურნირის ორგანიზაციას კურირებდა მას-რესლინგის ეროვნული ფედერაცია მამუკა ტუსკაძის ხელმძღვანელობით.

„თუმცა მოულოდნელად 2025 წლის 11 აპრილს საქართველოს ტელევიზიის ეთერში გაიჟღერა მოწოდებებმა არ შეეშვათ რუსი სპეციალისტები და მას-რესლინგის ნაკრებების წევრები. ეს განცხადებები გააკეთეს ვალერი გულბანმა (საქართველო), ვალერი გაზაევმა (უკრაინა) და ჯუჰი-ვესა ჯანტიმ (ფინეთი). არავისთვისაა საიდუმლო, რომ ამ პირებმა 2022 წელს ევროპაში მას-რესლინგის განვითარების ალტერნატიული ორგანიზაცია შექმნეს“, - განაცხადა აკიმოვმა.

მან მომხდარს „სერიოზული პროვოკაცია“ უწოდა და გაავრცელა ინფორმაცია "რუსული დელეგაციის წინააღმდეგ ძალადობის მუქარაზე".

„თბილისში, ქუთაისსა და წყალტუბოში არსებულ გამწვავებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნიდან, ჩემს მეგობრებზე ზრუნვის გამო რომლებიც მასპინძელი მხარის მოწვევას გამოეხმაურნენ და მონაწილეობის დიდი სურვილი ჰქონდათ, ასევე, რათა არ დაგვეშვა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ საფრთხე, ტურნირის ყველა ორგანიზატორის, მსაჯებისა და მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მას-რესლინგის ფედერაციის პრეზიდენტის მამუკა ტუსკაძის შუამდგომლობით, მივიღე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, ტურნირის ჩატარების ადგილისა და თარიღის 25-28 აპრილიდან მიმდინარე წლის მოგვიანებით თარიღზე გადატანასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მან, ისე რომ არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა იგულისხმება საქართველოს ქალაქებში „პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებაში“.

ინფორმაცია დაგეგმილი ტურნირის შესახებ, რომელიც რუსეთის მონაწილეობით იყო ორგანიზებული, ტელეკომპანია „ფორმულამ“ 10 აპრილს გაავრცელა. მამუკა ტუსკაძემ არხთან კომენტარში დაადასტურა, რომ ღონისძიება ნამდვილად იყო დაგეგმილი და დაამატა, რომ საქართველოში ჩამოვა ყველა, ვისაც „არ დაურღვევია ოკუპაციის შესახებ კანონი“

მას-მესლინგი ჭიდაობის სახეობაა, რომელიც სათავეს იაკუტიიდან იღებს.

სრულად წაკითხვა