რუსეთის სმოლენსკის ოლქში დრონებით შეტევა იყო ნავთობის ბაზაზე

2 days ago 4

31 დეკემბერს, გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის სმოლენსკის ოლქის ქალაქ იარცევოსთან. პირველი ცნობები, რომ ამ რაიონში მდებარე ნავთობის ბაზაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევაა, ტელეგრამ-არხების ადგილობრივმა მომხმარებლებმა გაავრცელეს.

დილის 7 საათისთვის ეს ცნობა დაადასტურა სმოლენსკის ოლქის გუბერნატორმა ვასილი ანოხინმა. მის მიერ ტელეგრამის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, იარცევოს რაიონში რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „მოგერიებული" ერთ-ერთი დრონის ნამსხვრევებმა ნავთობის ბაზის ტერიტორიზე გამოიწვია საწვავის დაღვრა და ხანძარი. გუბერნატორის თანახმად, მიმდინარეობს „შედეგების ლოკალიზაცია, საცხოვრებელ ობიექტებს საფრთხე არ ემუქრებათ".

უკრაინას რუსეთის ამ ობიექტზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

სრულად წაკითხვა