WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი სარაკეტო შეტევა მიიტანეს. 10-დან 11 აგვისტოს ღამით დაწყებული შეტევის ძირითად სამიზნეებს შორის იყვნენ კიევი და ზაპოროჟიე.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ზაპოროჟიეში სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. ქალაქში დაზიანებულია სახლები და სამრეწველო ობიექტები. დარტყმის ადგილებში ხანძრები გაჩნდა. ზაპოროჟიეს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

კიევში დაჭრილია სულ მცირე ერთი ადამიანი. სხვა შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

მანამდე, 10 აგვისტოს ღამით რუსეთის ჯარებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში დაარტყეს გრუშევსკის რაიონს, სადაც, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 15 წლის ბიჭი დაიღუპა და კიდევ ორი მოზარდი დაიჭრა.