რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით დაარტყა - არის მსხვერპლი

9 hours ago 5

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა გასული ღამის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით 149 დრონი გაუშვა.

აღმოსავლეთის რეგიონის გუბერნატორის თქმით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორმა სერგეი ლისაკმა განაცხადა, რომ ქალაქ პავლოგრადში მამაკაცი დაიღუპა, ხოლო 14 წლის გოგონა დაშავდა.

მისივე ინფორმაციით, დრონის დარტყმით განადგურდა ობიექტი, სადაც 500-მდე პირუტყვი იმყოფებოდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 149 დრონიდან 57 ჩამოაგდეს, ხოლო 67 რადარებიდან გაქრა და მიზნამდე ვერ მიაღწია — როგორც წესი, ეს ელექტრონული ბრძოლის სისტემების ზემოქმედების შედეგია.

სრულად წაკითხვა