„ეს უმძიმესი ღამე იყო. ოლქზე განხორციელდა მასშტაბური ერთობლივი შეტევა", — განაცხადა ლისაკმა.
„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 7 რაკეტა და 26 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, თუმცა რამდენიმე მათგანი მიზანში მოხვდა.
„დნეპრში“,– თქვა ლისაკმა, – „ერთი მამაკაცი დაიღუპა, ერთი ქალი დაშავდა. მაღალსართულიანი შენობა დაინგრა, დაზიანდა საწარმოო ობიექტი, გაჩნდა ხანძარი, მათ შორის მანქანების პარკინგზე. გაჩნდა ხანძარი კომერციულ დაწესებულებებზეც და კირქვის საშრობ ტერიტორიებზე".