რუსეთმა ინდოეთისგან ბენზინის შესყიდვა დაიწყო

1 hour ago 3

საწვავის დეფიციტის ფონზე, რუსეთმა ინდოეთისგან ბენზინის შესყიდვა დაიწყო, — იუწყება Reuters ინდუსტრიაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით.

სააგენტოს ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ინდოეთიდან რუსეთში სულ მცირე 60 000 ტონა ბენზინი გაიგზავნა. კიდევ ერთი წყაროს განცხადებით, რუსეთში გაემართა ორი ტანკერი, რომელთაგან თითოეულს 30 000-დან 40 000 ტონამდე ბენზინი გადააქვს.

მესამე წყაროს ინფორმაციით, რუსეთი ყოველთვიურად სხვადასხვა ქვეყნიდან, ჯამში, 400 000 ტონა ბენზინის იმპორტს გეგმავს.

Reuters აღნიშნავს, რომ ზაფხულის პერიოდში რუსეთში ბენზინის მოხმარება დღეში სულ მცირე 110 ათას ტონას შეადგენს.

თავის ინდოეთი რუსული ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი შემსყიდველია. ივნისში, როგორც გამოცემა წერს, ინდოეთის მიერ რუსეთიდან ნავთობის იმპორტმა სარეკორდო მაჩვენებელს — დღეში 2.7 მილიონ ბარელს მიაღწია, რაც ქვეყნის ნავთობის მთლიანი იმპორტის ნახევარზე მეტია.

რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების თავდასხმებით გამოწვეული კრიზისის გამო, რუსეთმა ბელარუსისგანაც დაიწყო საწვავის შეძენა. მაისის დასაწყისიდან რუსეთში ექსპორტირებული ბელარუსული ბენზინის ფასი 1.8-ჯერ გაიზარდა.

სრულად წაკითხვა