რუსეთის ჯარებმა 16-დან 17 ნოემბრის ღამით სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დარტყმა იყო სამხრეთის და ჩრდილოეთის ხიდებზე. დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის სისტემაც. კიევის ზოგიერთ რაიონში შეფერხებულია წყლით და გათბობით მომარაგება.
- რუსეთის ჯარებმა კიევის ხიდებს არაერთხელ დაარტყეს 2026 წლის ოქტომბერშიც.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 ნოემბერს საღამოს, ვიდეომიმართვისას უკრაინელები გააფრთხილა, რომ რუსეთი მორიგ სარაკეტო დარტყმას ამზადებს და სთხოვა, რომ ღამით და ხვალ(17 ნოემბერს) უყურადღებოდ არ დატოვონ სარაკეტო საფრთხის სიგნალები.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთში უნდა იცოდნენ, რომ მათ ყველა ბოროტებას სამართლიან პასუხს გასცემენ.
მორიგი შეტევა „ყირიმის ხიდზე“
ბოლო ორ დღეში მეორე დარტყმა იყო „ყირიმის ხიდზე“.
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა 17 ნოემბერს 02:00 საათისთვის ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ხიდზე „მოწინააღმდეგის"(რ.თ. უკრაინის) შეტევის შედეგად ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.
პროუკრაინული საინფორმაციო ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ", რომელიც ანექსირებულ ყირიმში მომხდარ ფაქტებს აშუქებს, ადგილობრივი გამომწერებისგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ ხიდზე რამდენიმე ძლიერი აფეთქება იყო.
- რუსეთის მიერ აშენებულ ყირიმის, იგივე ქერჩის ხიდზე შეტევა იყო 16 ნოემბერსაც.
radiotavisupleba ახალი ამბები