WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სააგენტო "პარალელი"
“რუსეთუმეებს ფართო ფრონტი აქვთ გაშლილი და ზახაროვას პარალელურად გვიმტკიცებენ, რომ რუსეთის გარეშე ჩვენი ეკონომიკა დაიღუპება და ჩვენც შიმშილით ამოვწყდებით…” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეროვნული ბანკის ოფიციალური გვერდის კონკრეტულ ინფორმაციებს აქვეყნებს და ქართულ ეკონომიკაში რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების წილზე აკეთებს მითითებას, ცალკეულ პირთა პოზიციების გასაბათილებლად:

“რუსეთუმეებს ფართო ფრონტი აქვთ გაშლილი და ზახაროვას პარალელურად გვიმტკიცებენ, რომ რუსეთის გარეშე ჩვენი ეკონომიკა დაიღუპება და ჩვენც შიმშილით ამოვწყდებით, ვითომ რუსეთში რომ მუშაობენ ის ხალხი აქ ფულს თუ აღარ გამოგზავნის.

აი, რას გვეუბნება ეროვნული ბანკის ოფიციალური გვერდი ფულადი გზავნილების სტატისტიკაზე:

2026 წლის სექტემბერში საქართველოში სულ შემოვიდა სულ 285.77 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი.

აქედან:

✅50%, ანუ 143 მილიონი დოლარი ჩაირიცხა ევროკავშირის ქვეყნებიდან.
✅22,1%, ანუ 63.3 დოლარი ჩაირიცხა აშშ–დან
✅9.2% , ანუ 26.3 მილიონი დოლარი ისრაელიდან
✅3.9%, ანუ 11.3 მილიონი თურქეთიდან.

❗2.58%, ანუ სულ 7.86 მილიონი დოლარი ჩაირიცხა რუსეთიდან. აგვისტოში მთლად 1.7% იყო რუსეთიდან გზავნილების წილი – 5 მილიონი დოლარი. ანუ რა ხდება? დავიქეცით უკვე?” – წერს ნინო ჯანგირაშვილი.

“რუსეთუმეებს ფართო ფრონტი აქვთ გაშლილი და ზახაროვას პარალელურად გვიმტკიცებენ, რომ რუსეთის გარეშე ჩვენი ეკონომიკა დაიღუპება და ჩვენც შიმშილით ამოვწყდებით…” – ნინო ჯანგირაშვილი
პარალელი