რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს, რომელიც ქვეყანაში დარჩენილი ერთ-ერთი იყო ბოლო ოპოზიციონერი იყო, რომელიც ანტისაომარი ხედვები ჰქონდა და არჩევნებშიც სურდა მონაწილეობა.
„მედუზას“ ცნობით, სამი დღის წინ პოლიტიკოსი „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს.
„მოვიდა პოლიცია. მივყავარ დოლგოპრუდნის განყოფილებაში“, — დაწერა მან თავის ტელეგრამ-არხზე 13 ივლისს, დღისით.
როგორც გამოცემა წერს, რას უკავშირდება დაკავება, ჯერჯერობით უცნობია.
10 ივლისს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ნადეჟდინი „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში შეიყვანა. უწყებაში განაცხადეს, რომ პოლიტიკოსი მონაწილეობდა სხვა „უცხოეთის აგენტებისა“ და „არასასურველი“ ორგანიზაციების მასალების გავრცელებაში, ავრცელებდა „არასარწმუნო ინფორმაციას“ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებების შესახებ, ასევე „მოუწოდებდა არასანქცირებულ მიტინგებსა და პიკეტებში მონაწილეობისკენ“.
ნადეჟდინმა განაცხადა, რომ „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში მოხვედრა მის საქმიანობაზე გავლენას არანაირად არ მოახდენდა.
„გავაგრძელებ ცხოვრებასა და ბრძოლას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან რამე შეცვალოს ჩემს პოლიტიკურ ბიოგრაფიაში. კვლავაც წამოვაყენებ ჩემს კანდიდატურას სახელმწიფო დუმაში და შევაგროვებ ხელმოწერებს“, – აცხადებდა ნადეჟდინი.
2024 წელს ბორის ნადეჟდინმა თავისი კანდიდატურა რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებზე წამოაყენა. ის იყო ერთადერთი კანდიდატი ომის საწინააღმდეგო პოზიციით. ნადეჟდინის კანდიდატურის მხარდასაჭერად ფართო კამპანია გაიშალა, ხელმოწერების შეგროვების ადგილებთან რიგები იდგა. რუსეთის ცესკომ ის არჩევნებზე არ დაუშვა, რის მიზეზადაც ხარვეზიანი ხელმოწერების მაღალი პროცენტი დაასახელა.
2026 წლის ივნისის შუა რიცხვებში ნადეჟდინმა ცესკოში საბუთები წარადგინა სახელმწიფო დუმის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობის მისაღებად, რის შემდეგაც თავის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
2024 წლის მაისიდან რუსეთში „უცხოეთის აგენტებს“ არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·