რუსეთში ჟურნალისტ მარია პონომარენკოს დამატებით წელიწადით და 10 თვით მიუსაჯეს კოლონიაში პატიმრობა

3 weeks ago 28

რუსეთში ჟურნალისტ მარია პონომარენკოს წლით და 10 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, კოლონიის თანამშრომლებზე თავდასხმის საქმის საფუძველზე. ამ ცნობას ავრცელებს გამოცემა RusNews-ი, რომელთანაც პონომარენკო თანამშრომლობდა.

პროკურატურა მოითხოვდა ჟურნალისტისთვის ორი წლით მიესაჯათ კოლონიაში პატიმრობა, მის პირველ საქმეზე დამატებით. სახელმწიფო ბრალდება გამოვიდა წინადადებით, პატიმრობის ვადები ნაწილობრივ შეკრებილიყო და პონომარენკოსთვის საერთო ჯამში ოთხი წლით აღეკვეთათ თავისუფლება.

თავის ბოლო სიტყვაში მარია პონომარენკომ ილაპარაკა ძალადობაზე ფსიქიატრიული საავადმყოფოს თანამშრომლების მხრიდან - სადაც პონომარენკო გაგზავნეს, როგორც აცხადებდნენ, ფსიქოლოგიური პრობლემების გამო.

2023 წლის აპრილში ქალაქ ბარნაულის რაიონულმა სასამართლომ მარია პონომარენკოს ექვსი წლით მიუსაჯა პატიმრობა ზოგადი რეჟიმის კოლონიაში, ბრალდებით, რომ იგი ომის შესახებ "ყალბ ცნობებს" ავრცელებდა. პონომარენკოს დაწერილი ჰქონდა შეტყობინება უკრაინის ქალაქ მარიუპოლში დრამატული თეატრის განადგურების თაობაზე.

მოგვიანებით ჟურნალისტის წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, მას ბრალს სდებდნენ სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლებზე თავდასხმაში. გამოძიების ვერსიით, პონომარენკომ უარი განაცხადა საკუთარი ნებით წარმდგარიყო დისციპლინარული კომისიის წინაშე და როცა კოლონიის თანამშრომლებმა იგი ძალის გამოყენებით წაიყვანეს, მან წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო და თანამშრომლებს თავს დაესხა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია პონომარენკოს მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ნოვოსიბირსკში აქტივისტები რამდენიმე დღის განმავლობაში ატარებდნენ მის მხარდასაჭერ აქციებს.

სრულად წაკითხვა