რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები გამოვიდნენ წინადადებით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თანახმად, არმიის რიგებში ამჟამად სრულ განაკვეთზე 309 სამხედრო კაპელანი და ასევე მოხალისე სასულიერო პირები მსახურობენ. საერთო ჯამში, დაახლოებით ათასი სასულიერო პირი იმყოფებოდა საბრძოლო მოქმედებათა ზონაში.რომ სასულიერო პირებს საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის სტატუსი მიენიჭოთ.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, კანონპროექტი წარადგინეს მმართველი "ედინაია როსსიას" დეპუტატებმა პაველ კრაშენინიკოვმა, სახელმწიფო მშენებლობისა და კანონმდებლობის კომიტეტის ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილეებმა ირინა პანკინამ, დიმიტრი ვიატკინმა და დანიილ ბესარაბოვმა.
განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მღვდლები ვეტერანის სტატუსს მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სამხედრო მოსამსახურეების გვერდით,საომარი მოქმედების ზონაში ღვთისმსახურებას მინიმუმ ოთხი თვის განმავლობაში შეასრულებენ. ეს წერილობით უნდა დაადასტუროს " ცენტრალიზებული რელიგიური ორგანიზაციის მმართველმა ორგანომ."
საჭრის შემთხვევაში სასულიერო პირმა შეიძლება მიიღოს ომის ინვალიდის სტატუსიც.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქო მხარს უჭერს რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან.
ომის დროს, სულ მცირე 40 რუსი სასულიერო პირი მიეცა პასუხისგებაში სახელმწიფოს მხრიდან უკრაინის შეჭრის ღიად მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო. ზოგიერთმა მათგანმა ქვეყანა დატოვა.