WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

22 ივლისს უკრაინული დრონებით შეტევა იყო რუსეთის უმსხვილესი მარკეტპლეისის, Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრზე სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკში.

სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა ვლადიმირ ვლადიმიროვმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ დრონებით შეტევის შედეგად ნევინომისკში ხანძარი გაუჩნდა საწყობების კომპლექსს, თუმცა კონკრეტულად Wildberries-ი არ უხსენებია. გუბერნატორის თანახმად, დაშავდა ხუთი ადამიანი.

მოგვიანებით რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა“ კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით დაწერა, რომ ნევინომისკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი ევაკუირებულია.

თვითმხილველების მიერ გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოკადრების მიხედვით, რომლებსაც უკრაინული და რუსული ტელეგრამ-არხები ავრცელებენ, კომპანიის საწყობებში მასშტაბური ხანძარია.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა კომპანია Wildberries-ის საწყობებს უპილოტო საფრენი აპარატებით 18 და 20 ივლისსაც დაარტყეს მოსკოვის ოლქში.