რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. – გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.
პროკურატურა ბუბუტეიშვილს პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებას ედავებოდა, რამაც 500 ლარის ზიანი გამოიწვია. ასევე, მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას, რომელიც მას მარცხენა მხარში მოხვდა.
დაკავებულის ადვოკატის თქმით, მოსამართლემ შემამსუბუქებელი გარემოებები არ გაითვალისწინა, მათ შორის ის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარსულში ნასამართლევი არ არის, ამასთან 21-წელს მიუღწეველი პირია.
ადვოკატი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
ფრიდონ ბუბუტეიშვილი 9 მაისს დააკავეს. მას 20 წელი პატიმრობაში შეუსრულდა.