“რუსული კანონის” წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

3 hours ago 2

“რუსული კანონის” წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა.

პროკურატურა ბუბუტეიშვილს პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებასა და მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას ედავებოდა.

პროკურატურამ ფრიდონ ბუბუტეიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე ამ ეტაპზე უარი თქვა.

20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილი 9 მაისს დააკავეს.

სრულად წაკითხვა