რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული დავით კოლდარი თავისუფალია.

1 hour ago 3

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული დავით კოლდარი თავისუფალია. მან ლაითურის ციხე დღეს, დილით დატოვა.

როგორც აქტივისტები წერენ, ის ციხიდან დილის 6 საათზე გამოუშვეს.

„დავით კოლდარი დილის 6-ზე გამოაგდეს ლაითურის ციხიდან, იდგა მარტო ციხესთან, რომ არ დავხვედროდით და კადრები არ გვქონოსა, ალბათ.
ადვოკატს გუშინ უთხრეს 10:00-დან 10:30-მდე გამოვუშვებთო. რამდენი ადამიანი ჩამოვდიოდით კი მარა, რომ ადამიანის დილაუთენია გამოგდება მოგივიდათ თავში იდეად“, – წერს ნათია გაბრავა.

დავით კოლდარმა ციხეში 2 წელი და 3 თვე გაატარა. მას სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდნენ. ის 22 წლის იყო, როცა დააკავეს.

პროკურატურა ამტკიცებდა, რომ დავით კოლდარი 2024 წლის 16 აპრილის აქციაზე, ჩიტაძის ქუჩაზე, პოლიციის მანქანაზე ახტა და ფეხით შუშა ჩაამტვრია. ამის სანაცვლოდ კი თანხა აიღო. დავით კოლდარითავიდანვე თანამშრომლობდა გამოძიებასთან და დანაშაულს აღიარებდა, აანაზღაურა ზიანი. თუმცა ამას მისი მდგომარეობა არ შეუმსუბუქებია.

სრულად წაკითხვა